დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ქართული ენის დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური
ავრცელებს.
პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე პირებს
სიურპრიზი ელოდებათ.
,,ქართული ენის დღე" საქართველოში 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ
მოვლენებს უკავშირდება.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიეტილებით, ქართულ ენას
სახელმწიფო სტატუსი აღარ უნდა ჰქონოდა.
ამის გამო, 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში სტუდენტებმა, პროფესორებმა,
მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, რიგითმა მოქალაქეებმა უნივერსიტეტის
ეზოდან მთავრობის სასახლამდე მსვლელობა მოაწყეს.
საპროტესტო მუხტი დანარჩენ ქალაქებსაც გადაედო.
ბრეჟნევის მთავრობა დათმობაზე წავიდა. კონსტიტუციაში ქართულ
ენას კვლავ სახელწიფო სტატუსი მიენიჭა.
14 აპრილი ქართული ენის დღედ გამოცხადდა. ყოველი წლის ამ დღეს დედა
ენის ავტორის, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში ღონისძიებები
იმართება.
სტატიის გამოყენების პირობები