ახალი ამბები
ხაშურის საბავშვო ბაღები მედიკამენტებით მომარაგდა
ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე 13 საბავშვო ბაღი ერთჯერადი მოხმარების მედიკამენტებით მომარაგდა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი და „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორი დავით ნოზაძე რამდენიმე საბავშვო ბაღს უკვე ესტუმრნენ.

გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, პარალელურად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფაც მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ აქციები სააღმზრდელო დაწესებულებებში სექტემბრიდან უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები