კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში ახალი საბავშვო ბაღი
გაიხსნა.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, განახლებულ
შენობაში ახალი ჯგუფი გაიხსნა.
შენობას სახურავი შეეცვალა, რაებილიტიაცია ახალი ჯგუფის ოთახებს
ჩაუტარდათ, ბავშვებისთვის ახალი ინვენტარი, საწოლები და სათამაოები
შეიძინეს.
,,როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ საბავშვო ბაღებში კვება
უფასო გახადა, რამაც ბავშვთა კონტიგენტი გაზარდა. დღეს სწორედ ამ
ფაქტის წინაშე ვდგავართ - დამატებით გავხსენით ახალი ჯგუფი.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სამი წელია ეტაპობრივად
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებთ და ამ პროცესს გავაგრძელებთ,
ვიდრე ოცდაექვსივე ბაღი სრულად არ აღდგება. გვინდა ჩვენს მომავალ
თაობას სათანადო პირობები შევუქმნათ "- აღნიშნა კასპის
მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.
აღსაზრდელები სტუმრებს ლექსებითა და სიმღერებით მიესალმნენ.
სტატიის გამოყენების პირობები