გორში მცხოვრებ დაახლოებით ორმოცდაათწლამდე ასაკის ორ ქალბატონს
პოლიციამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა)
ბრალი წაუყენა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს როგორც
საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის დაკისრებას, ასევე ჯარიმას.
ქალბატონები ერთმანეთის მეზობლები არიან.
პროკურორის განცხადებით, გორში მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი
კორპუსის სადარბაზოში, ორ მეზობელ ქალს შორის დაწყებული
ურთიერთშელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
ცემის ფაქტზე აღძრულ საქმეში, თავს დამნაშავედ არცერთი ცნობს, თუმცა
ექსპერტიზის დასკვნით დაზიანებები ორივე მხარეს მიღებული აქვს.
დღეს გამართულ სასამართლოზე ექსპერტმა მალხაზ მაჭავარიანმა,
ექსპერტიზის დასკვნები წარადგინა
ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ირკვევა, რომ ორივე მათგანს
მსუბუქი სახის დაზიანებები ანუ ნაჭდევები სახეზე
აღენიშნებოდათ.
სახეზე ნაჭდევების გარდა, ერთ-ერთ მათგანს, მარჯვენა ხელის თითზე
დაზიანება ჰქონდა.
დაზარალებულმა სასამართლოზე თქვა, რომ ხელზე ნაჭდევი კბენის შედეგად
მიიღო.
ექსპერტი მალხაზ მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ გამორიცხული არ არის, რომ
რაიმე ბლაგვ და მკვრივ საგანში კბილიც იგულისხმებოდეს.
დაცვის მხარეები ჩხუბის მიზეზებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ჩხუბი
საუბრის შემდეგ გადაიზარდა.
სასამართლო პროცესი მაისში გაგრძელდება და პროკურატურა საპროცესო
შეთანხმებისთვის მზადაა.
სტატიის გამოყენების პირობები