ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სოფლებიდან საბრძოლო იარაღი ჩააბარეს
შიდა ქართლში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევიდან, ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ძევერადან და ბერშუეთიდან ადგილობრივებმა , ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

სულ ჩაბარებულია: 1 სანადირო თოფი, 2 გადაჭრილი თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 3 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 281 საბრძოლო ვაზნა, 11 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, სხვადასხვა ტიპის 9 ხელყუმბარა, 3 ჭურვი და 3 ამფეთქი ფალია.

აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები