საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სოფელ ხოვლეში
აკადემიკოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე
ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს ეწვია.
ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით,
ქართველი მოღვაწის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული ივანე
ჯავახიშვილის საოჯახო ფოტოალბომის "სურათები ივანე ჯავახიშვილის
საოჯახო ალბომიდან" პრეზენტაცია გაიმართა
პრეზიდენტმა აკადემიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი
ფოტო-მასალა, მისი პირადი ნივთები და ფოტო - ალბომი „სურათები ივანე
ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან" დაათვალიერა.
ფოტო - ალბომი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური
მხარდაჭერით თბილისის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკამ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავთან
დაკავშირებით გამოსცა.
პრეზიდენტთან ერთად სახლ-მუზეუმში უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ
პაპავა, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი
იოსებ ოქრომელიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა
გოჩიტაშვილი იმყოფებოდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები