ახალი ამბები
ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ხუთი აზერბაიჯანელი დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკურად 5 აზერბაიჯანელი დააკავეს.

ამის შესახებ სააგენტო ,,სპუტნიკი",  ცხინვალის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, იტყობინება.

დაკავება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 14 აპრილს მოხდა, თუმცა, როგორც ირკვევა, საქართველოს ხუთი მოქალაქე ცხინვალის კონტროლირებულ ტერიტორიაზე 3 თვის წინ გადავიდა.

,,ამ ჯგუფმა, დაახლოებით სამი თვის, სოფელ არცევის მკვიდრის დახმარებით, გადმოკვეთა საზღვარი" - იუწყება ცხინვალის უშიშროების სამსახური.

მათი ცნობით, 5 მოქალაქის დახმარების სანაცვლოდ, ზემო არცევის მკვიდრმა ფულადი თანხა აიღო.

ცხინვალის სასამართლომ 16 აპრილს ხუთივე მოქალაქეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დაატოვებინეს, ხოლო, არცევის მკვიდრის მიმართ გამოძიება გრძელდება.

სოფელ ზემო არცევს ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა აკონტროლებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები