ახალი ამბები
გენერალ-მაიორს ხაშურის მაჟორიტარობა სურს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსს სიმონ ნოზაძეს ხაშურის მაჟორიტარობა სურს.

ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას განაცხადა.

სიმონ ნოზაძე მაჟორიტარად ხაშურში კენჭს, ჯერ კიდევ, 2003 წელსაც იყრიდა, თუმცა ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატთან ვალერი გელაშვილთან მეორე ტურში დამარცხდა.

ნოზაძე გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არ ქონია, თუმცა შემოთავაზებას ელოდება.

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თორთლაძე სიმონ ნოზაძეს არ იცნობს.

,,მსგავის სახელის გვარის ადამიანს არც კი ვიცნობ და მასთან მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ" - ამბობს გიორგი თორთლაძე.

სიმონ ნოზაძეს გენერლის წოდება 1996 წელს მაშინდელმა ქვეყნის მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ , სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორის წოდება კი, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიანიჭა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები