ახალი ამბები
შიდა ქართლში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უკვე 23 სოფელი დაიფარა
შიდა ქართლში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უკვე 23 სოფელი დაიფარა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლების შესახებ სრულ ინფორმაციას ,,გურიანიუსი" ავრცელებს.

რაც შეეხება შიდა ქართლის რეგიონის სოფლებს, სადენები შემდეგ დასახლებულ პუნქტებში გადის:

გორი - არხისი, განთიადი, პატარა ათენი, ბერბუკი, ხელთუანი, ქვემო რეკა, თორთიზა, ზემო რეხა, კარალეთი, პატარა გარეჯვარი. პატარა მეჯვრისხევი, უფლისციხე, ქვემო ახალსოფელი;

ქარელი - ბრეთი, წვერი, კეხიჯვარი, ქვემო ხვედურეთი, ზემო ხვედურეთი;

კასპი - კავთისხევი, ქვემო ჩორჩეთი, თვალადი;

ხაშური - დიდი სატივე, ზემო ოსიაური

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით უპრეცენდენტო ინტერნეტიზაციის პროექტი ხორციელდება.

საქართველოს მთელი ტერიტორია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი.

ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება 2 მილიონამდე მოსახლისთვის. ასევე სკოლებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის მუნიციპალიტეტებისა და საავადმყოფოებისათვის. 

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტროს ქვესტრუქტურა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.

სააგენტოს ხელშეკრულება გერმანულ „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის წევრ კომპანია „დეტეკონთან“ აქვს გაფორმებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები