ახალი ამბები
გორისა და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტების ერთობლივი ექსკურსია
17 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და „კავკასიური სახლის, სახალხო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის გორის უნივერსიტეტიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ინიციატივა რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს ეკუთვნის. 

სტუმრები და მასპინძლები ეწვივნენ და პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნას, გვირგინებით შეამკეს სოფელ შინდისის საბრძოლო მემორიალი და მონაწილეობა მიიღეს მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში.

დაათვალიერეს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა, გაეცნენ სკოლის მოსწავლეების შემოქმედებას, უყურეს მოსწავლეების მიერ შექმნილ, ოლესია თავაძის ანიმაციურ ფილმს „პატარა მაწანწალები“.

გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ნიქოზის სასწავლო ცენტრში წაიკითხა ლექცია: „ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის ისტორიული მიმოხილვა“.

შემდეგ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაათვალიერებინა და მის ისტორიაზე ესაუბრა.

სოფელ დიცში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მოინახულეს, სადაც გიორგი სოსიაშვილის მიერ აღმოჩენილ იქნა IX-X საუკუნის წარწერები. ძეგლი დათარიღებული იყო გვიან ფეოდალური ხანით, მაგრამ აღმოჩენილმა წარწერებმა შეცვლა ძეგლის ისტორია.

აქციის დასასრულს, გორის უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეთანხმდნენ სამომავლო პროექტებზე, რომლებსაც ერთად განახორციელებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები