ახალი ამბები
საქართველო-რუსეთის ნეიტრალურ ტერიტორიაზე თურქული საქონელი იპოვეს
საქართველოსა და რუსეთის მესაზღვრეებს შორის არსებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე თურქული წარმოებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,სპუტნიკი" ჩრდილოეთ ოსეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ტვირთი დაღესტნელებს ეკუთვნის.

სააგენტოს ცნობით, ტვირთის მფლობელებს, სავარაუდოდ, შესაბამისი დოკუმენტები არ ჰქონდათ, საბაჟო გადასახადის გადახდა არ უნდოდათ და მიატოვეს მანქანა

რუსეთის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილების წარმომადგენლებმა, დათვალიერებისას, ძირითადად, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი ნახეს.

აღნიშნული ტიპის საქონლის შეტანა რუსეთში აკრძალული არ არის.

ფედერალური სამსახურის პრესსამსახურის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი არ გამოჩნდება და საჭირო დოკუმენტაციას არ წარადგენს, ბიუჯეტის სასარგებლოდ საქონლის კონფისკაცია მოხდება.

ტვირთის ღირებულება 400 ათას აშშ დოლარს შეადგენს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები