ახალი ამბები
მომღერალი გიორგი ნადიბაიძე ,,ახალი ტალღის" ფინალში გავიდა
საერთაშორისო კონკურსის ,,ახალი ტალღის" ფინალი, სადაც გორელი მომღერალი გიორგი ნადიბაიძეც მიიღებს მონაწილეობას, სოჭში გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ნადიბაიძე ავრცელებს.

მისი თქმით, დიდი მღელვარებისა და კონკურენციის შემდეგ, , „ახალი ტალღის“ (წარსულში ცნობილი იურმალა) ნახევარფინალი წარმატებით გაირა.

,,მოვხვდი გრანდიოზულ ფინალში, რომელიც გაიმართება სოჭში და სადაც საქართველოს სახელით მივიღებ მონაწილეობას" - აცხადებს გიორგი ნადიბაიძე.

,,ახალი ტალღა" წლების განმავლობაში ლატვიის ქალაქ იურმალაში იმართებოდა.

ერთი წლის წინ, კონკურსის ჩატარების ადგილი რუსეთის ქალაქ სოჭით შეიცვალა, რაზეც საქართველოს მონაწილეობის მიღებაზე უარი ჰქონდა ნათქვამი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები