ახალი ამბები
ავარია ტაშისკართან
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართ ერთიერთსაპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მსხვერპლი არ არის, ხოლო მძღოლების ბრალეულობის გამოსაკვეთად ექსპერტიზა დაინიშნა.

,,ბმვ" და ,,ოპელის" მარკის ავტომანქანების მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-10 მუხლის მიხედვით, დაიწყო წარმოება.

მსუბუქად დაშავებული მგზავრების დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხაშურიდან გამოიძახეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები