ახალი ამბები
სანაკოევის ადმინისტრაცია ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოვებს
დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს, ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება

ამის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ცერემონიალს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და ქართველი მწერლები და პოეტები - დათო ტურაშვილი, ლია ჭიღლაძე, ციცინო ბაბუციძე, შოთა დარბუაშვილი და სხვები დაესწრებიან.

,,გამარჯვებულებს გადაეცემათ დათო ტურაშვილის წიგნები - "ტყეების მეფე" და შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ ავტორს." - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ლიტერატურულ კონკურსში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები