ახალი ამბები
ხაშურში ყაზბეგის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმება
ხაშურის მუნიციპალიტეტი მთავარი მოედნის და ყაზბეგის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოები სავარაუდოდ მაისის ბოლოდან დაიწყება.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე პროექტის ხარჯთაღრიცხვა დაანგარიშებული არ არის, შესაბამისად პროექტისთვის გათვალისწინებული თანხსი ოდენობა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გამოყოს უცნობია.

პროექტის მიხევდვით მოხდება ყაზბეგის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია, დაიდგმება დასასვენებელი სკამები და მოპიქკეთდება ქუჩა.

მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ ქუჩის რეაბილიტაცია მისი მდებარეობიდან გამომდინარე გადაწყდა, რადგან ქუჩის მცირე ნაწილი პარსკ ესაზღვრება.

მაკეტის მიხედვით, რომელიც მუნიციპალიტეტმა საკუთარ facebook-ის გვერძე განათავსა, ცნობილი ხდება რომ იცვლება მოძრაობის წესები, თუმცა დამატებითი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა ვერ მოგვაწოდა.

სამუშაოებისთვის ტენდერი ხაშურის მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები