დღეს შიდა-ქართლის რეგიონში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის
განახლებულ პროექტს გაეცნენ.
2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის
ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი,
თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას
პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად
50%-ს.
ეს ცვლილებები სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს
“აგროდაზღვევის“პროექტის ხელმძღვანელმა ლევან მაღრაძემ ადგილობრივ
ფერმერებს შიდა-ქართლის გუბერნატორის მოადგილეს ამირან შავშიშვილთან
ერთად გააცნო.
მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე
არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე
10%-ით მეტი იქნება.
აგროდა ზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის
განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი
სეტყვაზე, ჭარბნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.
2014- 2015 წლებში აგრო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში:
• გაცემულია 28,690 პოლისი
• დაზღვეული ფართობის შეადგენს 23,667 ჰა
• ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი
•ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან
სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება
• 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 12,434,000 ლარის ოდენობის ზარალის
ანაზღაურება მიიღეს
აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან წელსაც 10 მილიონ
ლარს შეადგენს.
აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროექტიმიმდინარე წლის ბოლომდე
გაგრძელდება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან
ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს რომლებიც გათვილილია გრძელვადიან
განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს
შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალ
ხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
სტატიის გამოყენების პირობები