ახალი ამბები
რუსეთის პირველი არხის გასართობი გადაცემები ქართულ ენაზე გადის
რუსეთის პირველი არხის გასართობი გადაცემები ქართულ ენაზე გადის.

მაუწყებელი საქართველოში რეგისტრიებული „1 გასართობი“ არხია. ის საქართველოს ტერიტორიაზე 2015 წლიდან ვრცელდება.

ქართულად ნათარგმნი გასართობი გადაცემების ნახვა ყველას შეუძლია, ვინც უკვე ციფრული მაუწყებლობით და „სეთ ტობ ბოქსის“ მიმღებით სარგებლობს.

,,სეთ ტობ ბოქსის" მიმღებები სოციალურად დაუცველებს უფასოდ დაურიგდათ.

„1 გასართობ“ არხზე მუსიკალურ გადაცემების გარდა, სერიალებიც ქართულ ენაზე გადის.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, პირველი არხის ქართულენოვან გადაცემებს შ.პ.ს „რ.ბ.ჯ.“ ამზადებს და ავრცელებს, რომელიც სსიპ საჯარო რეესტირს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 17 თებერვალს დარეგისტრირდა.

კომპანია, როგორც ავტორიზებულ პირს, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2015 წლის 20 აგვისტოდან წარმოადგენს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, შ.პ.ს „რ.ბ.ჯ.“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო სპეციალიზებულ (კინო-სერიალები,გასართობი გადაცემები) ტელემაუწყებლობაზე.

აღნიშნული კომპანია მაუწყებლობს ბრენდული სახელით - „1 გასართობი“.
Print

სტატიის გამოყენების პირობები