ახალი ამბები
ხაშურის მუსიკალური სკოლის ფასადი ხელმეორედ ჩამოიშალა
ხაშურის სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრებიდან 5 თვის განმავლობაში ფასადი უკვე მეორედ ჩამოიშალა.

შპს ,,რემონტალთან" დადებული ხელშეკრულების მიხედვით, საგარანტიო ვადა 3 წელია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ კომპანია ფასადს ხელმეორედაც გააკეთებს, ოღონდ, იმდაგვარად, რომ მესამედაც არ ჩამოიშალოს.

ცნობისათვის, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2015 წელს 88 287 ლარი დაიხარჯა.

პირველად, სამუსიკო სკოლის ფასადი სამუშაოების დასრულებიდან (2015 წლის ოქტომბერი) ერთ თვეში ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად ჩამოიშალა.

ამჯერად უკვე ხელმეორედ ჩამოიშალა.

უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებამ შ.პ.ს. „რემონტალს“ საფრთხის შემცველი მონაკვეთების მთლიანი დემონტაჟი მოსთხოვა.

კომპანია ვალდებულია, რომ დაზიანებული მონაკვეთები თავისი ხარჯით აღადგინოს.

მშენებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოების დაწყება ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ვერ ხერხდება.

 



 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები