დღეს გორში დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღინიშნა.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ორგანიზებით გამართული ღონისძიებაზე
კომბინატის დასახლების ტერიტორია - შინდისის გზატკეცილი და მისი
მიმდებარე ქუჩები - დასუფთავდა.
აქციაში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელთან - ირაკლი
ტლაშაძესთან, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - „დედამიწის
მეგობრებთან“ და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი
მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო.
კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აქციაში 100-მდე
პირმა მიიღო მონაილეობა.
„ქალაქ გორის მერია და დასუფთავების სამსახური, ადგილობრივ
მოსახლეობასთან ერთად, ხშირად ვაწყობთ მსგავსი ტიპის აქციებს, რათა
ქალაქის თითოეულ მაცხოვრებელს ჰქონდეს განცდა რომ იმ ქალაქს, რომლის
ქუჩებშიც ყოველდღიურად დადის, სჭირდება სისუფთავე, მოვლა და
პატრონობა. დღეს დედამიწის დღეა, ამიტომ დღევანდელი აქცია, სხვა
აქციებთან შედარებით, მასშტაბურია. 22 აპრილი მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა,
რომლის ფარგლებშიც, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების
მიზნით, მილიონობით მოხალისე ახორციელებს სხვადასხვა ტიპის
აქტივობებს. ჩვენც შევეცადეთ ამ პროცესებში საკუთარი წვლილი
შეგვეტანა,“- განაცხადა ქ. გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის
ხელმძღვანელმა, ირაკლი ტლაშაძემ.
სტატიის გამოყენების პირობები