ახალი ამბები
კახა კალაძე: ,,გარკვეული ძალები გადატრიალებას ცდილობენ"
პარტია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები ხელისუფლებაში მოსვლას გადატრიალებით ცდილობენ..

ამის შესახებ კახა კალაძემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დესტრუქციულ ძალებს ქვეყანა 90-იანი წლების პერიოდის ქაოსისკენ მიჰყავს.

საუბარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

,,ქვეყანაში სამწუხაროდ არის გარკვეული დესტრუქციული ძალები, რომლებიც ფიქრობენ სხვადასხვა გზებით, რევოლუციებით, გადატრიალებებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ კარგად გვახსოვს 90-იანი წლები, როდესაც ქვეყანაში არსებობდა ქაოსი, ძალადობა, ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს ამ წლებში დაბრუნებას  " - განაცხადა კახა კალაძემ მეტეხში.

სოფელ მეტეხში შუალედური არჩევნებია დანიშნული და კალაძემ მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები