ახალი ამბები
ზემო ხანდაკში სადრენაჟო სისტემებს ამონტაჟებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში, სასმელი წყლის სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოს შესასრულებლად 25 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მას შპს „ფუძე“ ასრულებს.

სამუშაოების მიმდინარეობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა და პირველმა მოადგილემ ჯამბოლატ ქამხაძემ დაათვალიერეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები