ახალი ამბები
სოფელ იდლეთში ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

სამუშაოებს შ.პ.ს. "ალიონი"ასრულებს.

პრესაამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოები პროგრამა ,,გაზი ყველა სოფელს" ფარგლებში ხორციელდება. ხოლო იდლეთში მშენებელი სამუშაოებს მიმდინარე წლის ივნისის პირველ ნახევარში დაასრულებს.

,,ინდივიდუალური გამრიცხველიანება სოფელ სამთავისშიც მიმდინარეობს. შერჩეულია მეტეხის, ახალქალაქის, ქვემო გომის, ახალციხის, ხოვლეს, ზემო ხანდაკის და თელიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების გაზიფიცირების მკვებავი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების მშენებელი." - აცხადებენ გამგეობაში.

,,სოფლების გაზიფიცირება სახელმწიფო პროგრამებიდან, ერთერთი პრიორიტეტულია. კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საქართველოს მთავრობის დახმარებით მაქსიმალურად ცდილობს მუნიციპალიტეტის სრულ გაზიფიცირებას. გაზიფიცირება მოსახლეობის სოციალური პირობების გააუმჯობესებასთან ერთად ტყის რესურსის გადარჩენასაც შეუწყობს ხელს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველმა მოადგილემ ჯამბოლატ ქამხაძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები