გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური
სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის
ტრანსპორტირების წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის
სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის მიმდებარედ, გადამოწმების
მიზნით გაჩერებულ მიკროავტობუსისი ძარაზე განთავსებული იყო სოციალური
ჭრის შედეგად მიღებული და გადამუშავებული 1.5 კბმ ფიცარი. მძღოლმა
წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ხე-ტყის მოპოვების
ნებართვა გაცემული იყო სამცხე-ჯავახეთში.
2014 წლის 10 იანვრის # 46 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების
მიხედვით, აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის
ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება
იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც
განხორციელდა სოციალური ხე-ტყის დამზადება, გარდა მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი
შემთხვევებისა.
ამავე უწყების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების
თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი
გამოავლინეს.
ქარელის რაიონის სოფელ აგარის მიმდებარედ, გადამოწმების მიზნით
გაჩერებული მიკროავტობუსი დატვირთული იყო 3.4 კბმ პირველადი
გადამუშავების პროდუქტით (ფიცარი).
მძღოლს არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანა დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმი.
სტატიის გამოყენების პირობები