ახალი ამბები
ხაშურში აკაციის ხისგან დამზადებული ბოძებით დატვირთული ავტომობილი დააკავეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა მიაწოდა.

ქალაქ ხაშურის მიმდებარედ, გადამოწმების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 40 კბმ აკაციის სახეობის ხისგან დამზადებული ბოძები.

მძღოლს არ ჰქონდა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

ავტომანქანა დაილუქა, შედგა შესაბამისი ოქმი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები