ახალი ამბები
1 მაისიდან უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა
2016 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვით, უკანონო ადგილას უკანონო საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 22 აპრილს მოაწერა ხელი.

დადგენილების მიხედვით, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.

სპორტულ-სამოყვარულო (ანკესით, მათ შორის რეკრეაციული) თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, კალმახის გარდა.

იხ. დადგენილების სრული ვერსია
Print

სტატიის გამოყენების პირობები