ქარელელმა სამბისტებმა გვანცა მეხრიშვილმა და ანა იმერლიშვილმა
მსოფლიო პირველობის შესარჩევ ტურნირზე მესამე საპრიზო ადგილი
დაიკავეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის
მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურიდან აცნობეს.
2000-2001 წლებში დაბადებულ გოგონათა შესარჩევი ტურნირი 28-29 აპრილს
საგარეჯოში გაიმართა.
შერჩეული გოგონები 2016 წლის 12-15 დეკემბერს გამეგზავრებიან
კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ჩასატარებელ მსოფლიო პირველობაზე
სამბოში.
სტატიის გამოყენების პირობები