გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ადგილობრივ მცხოვრებლებს ირიგაციის
თანამედროვე მეთოდები გააცნეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში
ჩატარდა.
მას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს შპს „საქართველოს
მელიორაციასთან“ ერთად.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა წყალმომხმარებლებს
წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების უპირატესობაზე
ისაუბრეს.
სტუმრად მყოფი სპეციალისტების თქმით, ირიგაციის ეს მეთოდი უკეთესია,
ვიდრე მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესი.
,,ის ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის
ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის
მოსავლიანობას." - აღნიშნეს მათ.
შეხვედრა, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური
დირექტორი ლევან დვალი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით
ონიაშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ შიდა ქართლისა და
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დირექტორი ვახტანგ გარდაფხაძე დაესწრნენ,
კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყალმომხმარებლებთან
მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
სტატიის გამოყენების პირობები