ელიტური სათესლე მასალის მიღების მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტში
ითესება საწარმოო, ისტორიული ქართული და ჭვავის ჯიშების პირველადი
მეთესლეობის სანერგეები.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის
სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, ძველი ქართული
ხორბლის ჯიშთგანახლებასა და ელიტური თესლის წარმოებას სოფლის
მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს.
მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომლები ხუთი
რეგიონის საცდელი ბაზის 27 ჰა ფართობზე თავთავიანი კულტურების
სელექციური ცდებს ახორციელებენ.
ეს ხუთი რეგიონია - ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი.
რაც შეეხება 11 მუნიციპალიტეტს, ესენია: ხაშური, ამბროლაური,
ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო,
მცხეთა, სამტრედია, საგარეჯო.
დათესილ საწარმოო ხორბლის შემდეგი სახეობაა: ვარძია, საული 9,
ლომთაგორა-123, ტანია; რაც შეეხება ისტორიულ ქართულ სახეობას, მასში
იგულისხმება ახალციხის წითელი დოლი, თეთრი დიკა, შავფხა და ჭვავის
ჯიშების პირველადი მეთესლეობის სანერგეები.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან (CIMMYTI/CARDA) თანამშრომლობით
ინტროდუქცირებული და საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული
პერსპექტიული ფორმებით ხდება საწარმოო ჯიშების მაღალპროდუქტიული,
დაავადებებისადმი გამძლე და გარემო სტრესების ამტანი ახალი ჯიშებით
ჩანაცვლება (ჯიშთმონაცვლეობა).
საქართველო მსოფლიოში ხორბლის წარმოშობის პირველად კერადაა აღიარებული
და 27 სახეობიდან ჩვენთან აღწერილია 14, მათგან 5 ენდემურია.
სტატიის გამოყენების პირობები