ევროპის ფონდი სოციალური საწარმოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის
მისაღებად კონკურს აცხადებს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი სოციალური მეწარმეობის
პროექტი ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ სამს უნდა
აკმაყოფილებდეს:
კერძოდ, საწარმო უნდა ქმნიდეს პროდუქტს ან სერვისს, რომელიც სოციალური
ან გარემოსდაცვითი პრობლების გადაჭრაზეა ორიენტირებული;
საწარმო უნდა ასაქმებდეს მოწყვლადი ჯგუფის წევრებს; ფინანსური
თანამონაწილეობა საწარმოს დამფუძნებლებისგან, სახელმწიფო
სტრუქტურებისა ან/და კერძო პირებისგან; ახალგაზრდების აქტიური
მონაწილეობა საწარმოს გამართვაში ან მუშაობაში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებს; არსებულ სოციალურსაწარმოებს და ახლადშექმნილ კერძო
კომპანიებს.
წარმოდგენილი პროექტის საერთო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 20,000
ლარს.
გამარჯვებული პროექტების დაფინანსება მოხდება შესაბამისი პროცედურების
გავლის შემდგომ. ევროპის ფონდი იტოვებს უფლებას, არ დააფინანსოს
კონკურსში მონაწილე არცერთი პროექტი.
საკონკურსო განაცხადებს ევროპის ფონდის თანამშრომლები და მოწვეული
ექსპერტთა საბჭო განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კონკურსის
გამარჯვებულთა შესახებ ევროპის ფონდი იღებს.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა სააპლიკაციო ფორმა 3 ივნისს 18:00
საათამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ სახელი: SE
Competition.
შერჩეულ ორგანიზაციებს ფონდის თანამშრომლები დაუკავშირდებიან
არაუგვიანეს 17 ივნისისა.
სტატიის გამოყენების პირობები