ახალი ამბები
ცხინვალში მოსწავლეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურა იმ ინციდენტს იძიებს, რომელიც შაბათს 30 აპრილს მოხდა.

სკოლა ,,ალბიონის" მოსწავლეებით დარტვითულ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

ყველა მოსწავლემ ავტობუსის დატოვება მოასწრო.

ცხინვალის სამგზავრო ტრანსპორტში არსებულ ვითარების ირგვლივ დე-ფაქტო მთავრობის გენერალური პროკურატურა შესწავლილ მასალებს პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს გაუგზავნის.

სააგენტო ,,სპუტნიკთან" საუბარში ავტობუსის მძღოლმა ზურა ატოევმა განაცხადა, რომ ცეცხლი არც ისეთი საშიში იყო, როგორსაც აჟიოტაჟი მოჰყვა. მას მუშაობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს და მიაჩნია, რომ ასეთი ფაქტები მხოლოდ მოძველებული ტექნიკის გამო, ხდება.

კომპანიის მთვარ ინჟინერს როლანდ პლიევს იმედი აქვს, რომ ბიუჯეტიდაბ ავტოპარკის განახლების მიზნით, თანხა გამოიყოფა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები