ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის სიახლოვეს გიორგი
ხარაზიშვილი რუსმა მესაზღვრეებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის
საქონელს მწყემსამდა.
დვანელი მამუკა კოპაძე კი, სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიიდან
წაიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, კოპაძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა
და გამყოფი ხაზი გადაკვეთა.
,,რუსები ეძახდნენ, არ გადმოხვიდე, არ გადმოხვიდეო, მაგრამ მაინც
გადავიდა, ნასვამი იყო" - აცხადებენ დვანში.
დაკავებულების შესახებ ინფორმირებულია პოლიცია და ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისია.
ოსურ და რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ინფორმაცია ჯერ არ
გაუვრცელებიათ.
ფოტოზე: სოფელი დვანი
სტატიის გამოყენების პირობები