პირობითი საზღვრის დარღვევის ფაქტზე რუსმა მესაზღვრეებმა ზნაურის
რაიონის სოფელ ვახტანასთან სამი ქართველი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,სპუტნიკი" ცხინვალის დე-ფაქტო
მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაკავებულები სოფელ კორბაულიდან და გორისადან
არიან, რომელიც საჩხერის რაიონს ეკუთვნის.
ცხინვალის მხარის განცხადებით, დაკავებულ პირებს არანაირი
დოკუმენტაცია გააჩნიათ.
სტატიის გამოყენების პირობები