7 მაისს, გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი
კოლეჯის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი,
მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ-კულტურათა
დიალოგი" გაიმართება.
ფესტივალს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი
დაესწრება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში
მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ქართველი
მოზარდები, რომლებმაც საკუთარი კულტურისათვის დამახასიათებელი
კლასიკური მუსიკის ნომრებს წარმოადგენენ. კონცერტის დასრულების შემდეგ
მონაწილეებს საჩუქრები გადაეცემათ.
მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ", 2008 წელს
დაფუძნდა და მოიცავს რეგიონული კონცერტების ციკლს, რომლის მიზანია
ქართველი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება.
ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ“ შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით
იმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს გაეროს
ასოციაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
სტატიის გამოყენების პირობები