ახალი ამბები
8-10 მაისს გორში ევროპის დღეები გაიმართება
გორი ევროპის დღეებს სამდღიანი კამპანიით ეხმიანება.

კამპანიის მთავარი ღონისძიება - აქცია/კონცერტი, 9 მაისს,

19:00-დან „ახალბაღში“ გაიმართება.

მუსიკალური ბენდები LOUDspeakers, „კანუდოსი“, Vanilla Cage, „დაგდაგანი“ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად დაუკრავენ.

იხილეთ სამდღიანი კამპანიის ყველა ღონისძიების დღის წესრიგი:

8 მაისი:
12:00– 14:00- დემოკრატიის სკოლა (ანტონოვის ქუჩა #1, გორი)
• თავისუფლება და კანონი – არინა თავაქარაშვილი, სამართალმცოდნე, უფლებადამცველი.
• დემოკრატიის პერსპექტივები კონფლიქტის პირობებში – გოგა აფციაური, რადიო „თავისუფლების“ჟურნალისტი.
• მცირეფორმატიანი ფილმის ჩვენება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უფლებამოსილების შესახებ. EUMM – ის წარმომადგენლის მოხსენება.

9 მაისი:
12:00 – 13:00 - გორის უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის დარბაზი (ჭავჭავაძის ქ. 53)
„ტოტალიტარიზმის პოლიტიკური ასპექტები“ – მომხსენებელი: პროფესორი ბონდო კუპატაძე;

10 მაისი:
15:00 – 17:00 – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (სტალინის ქ #7, გორი)
თავისუფლების ქარტიის განხილვა კანონის ავტორების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

რამდენიმე წელია საქართველო ევროპის დღეებს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. თუმცა, წლევანდელი კამპანია გორში გამორჩეულია – ის თვითორგანიზებული საინიციატივო ჯგუფის მიერ ხორციელდება.

სამდღიანი კამპანიის მიზანი დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამ ფასეულებების ირგვლივ საზოგადოების გაერთიანებაა.

,,მიგვაჩნია რომ რუსული ოკუპაციის პირობებში, დუმილი და უმოქმედობა საქართველოს დემოკრატიულ ინტერესებს დააზიანებს. ჩვენი კამპანიით ვამბობთ, რომ პრორუსული იდეებისა და ძალებისთვის ადგილი გორშიც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ 9 მაისს ვხედავთ აქტივობებს წითელი დროშების თანხლებით, მიგვაჩნია, რომ ეს თავსმოხვეული ინიციატივაა, რომელიც საზოგადოების რეალურ განწყობებს არ ასახავს. გვჯერა, რომ დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება ყველა პოლიტიკური ძალისა თუ პროფესიის წარმომადგენელს აერთიანებს. ჩვენი სამდღანი კამპანიაც სწორედ ამ იდეის ხორცშესხმაა - ჩვენუარს ვეუბნებით ტოტალიტარულ რეჟიმებს და ვირჩევთ პროგრესს." - აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები