გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 40 საკითხიდან 20 საკითხი
ჩავარდა.
დაწუნებული პროექტების ავტორი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი
ირაკლი ოქრუაშვილი იყო.
ჩავარდნილ პროექტებს შორის ისეთი საკითხიც აღმოჩნდა, რომელიც
საკრებულოს აპარატში შტატგარეშედ მომუშავე თანამშრომლების დამატებას
და მათთვის პრემიების გაცემას ითვალისწინებს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ ჩავარდნილი პროექტების
და, ასევე, დამტკიცებული საკითხების ჩამონათვალს.
ჩავარდნილი
საკითხები, რომლის ავტორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.
1. საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანა, ხელშეკრულების აყვანილ პირთა
რაოდენობის გაზრდის შესახებ
2.
შრომითი
ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებისთვის პრემიების მიცემის
შესახებ
3. სატელეფონო ქოლცენტრის დაარსება,
4. ტონთიოს შენობაში საბავშვო ბაღის დაარსების თაობაზე,
5. ლომჭაბუკის გვერდით ახალი ბაზრის მოწყობის თაობაზე,
6. მშვიდობის (თუ შინდისის, პროექტში არეულია ქუჩები) გამზირზე
27-29 ეზოს მოწესრიგების შესახებ
7. ვოლოგდის დასახლებაში სკვერის კეთილმოწყობის შესახებ
8. კომბინატის დასახლებაში მაცხოვრის ტაძრის მშენებლობის შესახებ
9. მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწესრგების
შესახებ
10. ქალაქ გორში უფასო სასადილოების მოწყობის შესახებ
11. ქალაქ გორში მცხოვრებ თამარ ქებაძის ერთჯერადი 500 ლარის ოდენობით
დახმარების შესახებ
12. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზების შესახებ
13. გორიჯვრის ქუჩა #26 შენობის პრივატიზების შესახებ
14. პირდაპირი განკარგვის გზით ქონების გადაცემის (სასყიდლიანი
ფორმით) წესის შეცვლის თაობაზე.
15. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სასადილოს მეპატრონისთვის
დავალიანების ჩამოწერის შესახებ
16. მშვიდობის გამზ. 10ა-ში სკვერის მოწყობა
17. მრავალშვილიან ოჯახის დახმარება
18. ბიოტუალეტების დადგმა ქალაქის ტურისტულ ადგილებზე,
19. სპორტული მოედნების მოწყობის შესახებ
20. საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის და მრავალშვილიან დედებისთვის
ერთჯერადი 100 ლარის ოდენობით.
საკითხების მომხსენებელმა პაპუნა კობერიძემ აღნიშნა, რომ წარდგენილი
პროექტების დიდი ნაწილს მერია ისედაც აკეთებს, შესაბამისად, მათი
დამტკიცება არ მოხდა. ,,ხოლო იმის თქმა, რომ მე ესე მინდა გავაკეთო და
არ ითვალისწინებ ბიუჯეტის მდგომარეობას, რომელიც უკვე გაწერილია და
შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დაუშვებლად მიმაჩნია" -
განაცხადა პაპუნა კობერიძემნ, ,,ეროვნული ფორუმიდან"
მოწონებული პროექტები, რომლის ინიციატორი მერია
იყო:
21. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში
გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს
დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი
მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის
შესახებ”
22. „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების - ქალაქ გორის
მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების დაფინანსების შესახებ“
23. “მუნიციპალიტეტის ქონების პირობიანი აუქციონის ფორმით,
სარგებლობის უფლებით, იჯარის ხელშეკრულებით გადასაცემი ქონების ქირის
საწყისი თვიური საფასურის განსაზღვრის შესახებ”
24. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების, ა(ა)იპ „გორელ ფოტოგრაფთა
კლუბისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის
ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”
25. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების ს.ს „იავნანსთვის“
პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემაზე
თანხმობის გამოხატვის შესახებ“
26. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების, ქალაქ გორის
მუნიციპალიტეტის მერიის სერგი მაკალათიას სახელობის
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის პირდაპირი განკარგვის წესით,
უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემაზე თანხმობის მიცემის
შესახებ”
27. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების, ა(ა)იპ „ქ. გორის
მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით,
უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის
შესახებ”
28.“ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების ფ.პ ნინო იმერლიშვილისთვის
პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემაზე
თანხმობის მიცემის შესახებ”
29. ,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების საპრივატიზაციო
ნუსხის დამტკიცების შესახებ”
30. ,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პრივატიზაციის
გეგმის დამტკიცების შესახებ”
34. “ქალაქ გორში ცალკეულ ქუჩებზე დამონტაჟებული და დასამონტაჟებელი
საგზაო ნიშნების ნუსხის დამტკიცების შესახებ”
35. “ქუჩის სახელდების შესახებ”
36. ეკონომიკური განვითარების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების
ანგარიში
37. ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ვანო მურადელის
სახელობის სამუსიკო სკოლის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე.
სხდომის დამთავრების შემდეგ ქართული პარტიის წარმომადგენელმა ლერი
ლაფაჩმა აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" წევრებს პრემიების საკითხი
უფრო აინტერესებთ, ვიდრე ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. თუმცა,
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჩავარდნილ საკითხებს შორის,
სწორედ, ოქრუაშვილის მიერ ინიცირებული, პრემიების გაცემის მოთხოვნის
შესახებ, საკითხი აღმოაჩინეს.
სტატიის გამოყენების პირობები