ძლიერი ქარის შედეგად სურამში რუსთაველის ქუჩაზე ჭადარი მოტყდა.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის
მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით ჭადრის წაქცევის გამო სურამის ცენტრში
ავტომობილებისთვის მოძრაობა რამდენიმე წუთით შეწყდა. ქუჩის
გასათავისუფლებლად ადგილზე სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა
საჭირო.
ამ დროისთვის სურამში გადაადგილება თავისუფალია.
სტატიის გამოყენების პირობები