ახალი ამბები
ძლიერმა სეტყვამ გორის რამდენიმე სოფელი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ძევერა, ახალუბანი, ნიქოზი, საქაშეთი და შავშვები დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით ზარალი დიდია.

დაისეტყვა სასოფლო სავარგულები და ხილის ბაღები.

სეტყვა აღნიშნულ სოფლებში რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს ზარალი ამ დროისთვის დათვლილი არ არის.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლისთვის უცნობია შეიქმნება თუ არა ზარალის დამთვლელი კომისია.

დაზარალებული სოფლები გამგებლის მოადგილე ალეკო ვეშაპურმა მოინახულა.

ფოტოები გადაღებულია სოფელ საქაშეთში.














Print

სტატიის გამოყენების პირობები