ახალი ამბები
EUMM-ის წარმომადგენლების კამპანია გამყოფი ხაზის სოფლებში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩაატარეს.

ერთ-ერთი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში მოეწყო.

სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წევრები ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით, მოსწავლეებს ევროკავშირის მნიშვნელობაზე, მშვიდობის საკითხში მის ღირებულებებზე და როლზე ესაუბრნენ.

საინფორმაციო ხასიათის კამპანია ევროპის დღეების ფარგლებში ხორციელდება.

ევროპის დღეები საქართველოს მასშტაბით 7 მაისს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები