ცხინვალის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღსანიშნავად
სამხედრო აღლუმი ჩატარდა.
სააგენტო სპუტნიკის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან
დაკავშირებულ სამხედრო მარშში მონაწილეობა 900-მა სამხედრომ
მიიღო.
მთავარ მოედანზე მძიმე ტექნიკა, გრადები, ტანკები (ბტრ-80) და
საარტილერიო დანადგარები გამოიყვანეს.
სამხედრო აღლუმზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ჯარისკაცები, ე.წ.
მშვიდობისმყოფელები და სასაზღვრო ნაწილის წარმომადგენლებმაც
ჩაიარეს.
ცენტრალურ მოედანზე მისულ მოქალაქეებს იმ ფოტოსურათების დათვალიერებაც
შეეძლოთ, რომლებიც ომსა და ომში მონაწილეებს შეეხებათ.
სტატიის გამოყენების პირობები