ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს სტალინის სახლმუზეუმის ეზოში
აღნიშნავენ.
სკვერის ცენტრალურ ნაწილში საზეიმო შეხვედრას ორგანიზებას კომუნისტური
პარტიის წარმომადგენლები უწევენ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოქალაქეები საბჭოთა დროშებით
ჩავიდნენ. ერთ-ერთ მანქანაზე რუსეთის დროშა ფრიალებდა.
აქციის ორგანიზატორები ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის აღდგენას
ითხოვენ.
მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება დანაპირებს არ ასრულებს, ხოლო ამ
დანაპირების შესრულება უკეთ ვალერი კვარაცხელიას შეუძლია.
,,მოვითხოვთ, ვალერი კვარაცხელია არჩეულ იქნას გორის მაჟორიტარ
წარმომადგენლად" - განაცხადეს აქციაზე.
სტატიის გამოყენების პირობები