დაპირისპირება მოხდა გორში ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფსა და
სტალინელებს შორის.
ინციდენტი სტალინის გამზირზე ნამცხვრის სახლთან მოხდა.
იმ დროს, როდესაც ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა სტალინის
სახლმუზეუმის ეზოში დამთავრდა, აქციის მონაწილეები ცენტრალურ
მოედნისკენ გაემართნენ.
მათ 5-6 პირბადიანი ახალგაზრდა დახვდა შეძახილებით: ,,არა რუსეთს, არა
ფაშიზმს, გაუმარჯოს სამაჩაბლო-აფხაზეთს"
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ერთ-ერთი მათგანი ამოიცნო, ვახტან
გაგნიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია.
სტატიის გამოყენების პირობები