გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარე ტერიტორიიდან
რუსმა მესაზღვრეებმა 50 წლამდე ასაკის დავით თაზიაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით,
დაკავება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მოხდა.
საკრებულოს წევრის მერაბ მახარაშვილის განცხადებით, 6 შვილის მამა
სამუშაოდ საკუთარ ნაკვეთში მიდიოდა.
დაკავებულ მოქალაქეს სავარაუდოდ ცხინვალის სასამართლოში გადაიყვანენ,
რომელსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ჯარიმას
დააკისრებენ.
თანხის გადახდის შემდეგ ზარდიანთკარელი მოქალაქე შინ დაბრუნდება.
სტატიის გამოყენების პირობები