რუსეთის მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში
კიდევ ორი პირი დააკავეს.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს მაჟორიტარმა
წარმომადგენელმა მერეთის თემიდან მერაბ მახარაშვილმა დაუდასტურა.
მახარაშვილის ინფორმაციით, დავით თაზიაშვილთან ერთად, აკაკი
ბოლოთაშვილი და მძღოლი „ზილის“ მარკის ავტომობილის ერთად
წაიყვანეს.
რუსეთის სასაზღვრო ნაწილის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი
მოქალაქე გამყოფი ხაზის მიმდებარედ იმ დროს დააკავეს, როდესაც
ავტომანქანიდან ნაკვეთში ხრეშს ცლიდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები