ევროპის დღეებისადმი გორში მიძღვნილი სამდღიანი კამპანიის ფარგლებში
,,ახალბაღში" კონცერტი გაიმართა.
მუსიკალურმა ბენდებმა LOUDspeakers, „კანუდოსი“, Vanilla Cage,
„დაგდაგანი“ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად დაუკრეს.
რამდენიმე წელია საქართველო ევროპის დღეებს სხვადასხვა ღონისძიებით
აღნიშნავს. თუმცა, წლევანდელი კამპანია გორში გამორჩეულია – ის
თვითორგანიზებული საინიციატივო ჯგუფის მიერ ხორციელდება.
სამდღიანი კამპანიის მიზანი დემოკრატიული ღირებულებების შესახებ
ინფორმაციის გავრცელება და ამ ფასეულებების ირგვლივ საზოგადოების
გაერთიანებაა.
,,მიგვაჩნია რომ რუსული ოკუპაციის პირობებში, დუმილი და უმოქმედობა
საქართველოს დემოკრატიულ ინტერესებს დააზიანებს. ჩვენი კამპანიით
ვამბობთ, რომ პრორუსული იდეებისა და ძალებისთვის ადგილი გორშიც არ
არის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ 9 მაისს ვხედავთ აქტივობებს წითელი
დროშების თანხლებით, მიგვაჩნია, რომ ეს თავსმოხვეული ინიციატივაა,
რომელიც საზოგადოების რეალურ განწყობებს არ ასახავს. გვჯერა, რომ
დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება ყველა პოლიტიკური ძალისა თუ
პროფესიის წარმომადგენელს აერთიანებს. ჩვენი სამდღანი კამპანიაც
სწორედ ამ იდეის ხორცშესხმაა - ჩვენუარს ვეუბნებით ტოტალიტარულ
რეჟიმებს და ვირჩევთ პროგრესს." - აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის
განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები