დღეს დილით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ადგილობრივებს საბჭოთა
ბელადის იოსებ სტალინის ბიუსტი შეღებილი დაგხვდათ.
შამპანურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე მცირე ზომის
მონუმენტი გუშინ 9 მაისს გურამ ვანიშვილმა და მემია ლოთიშვილმა
დადგეს.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გუშინვე
გაავრცელა.
ვანიშვილის თქმით, ბიუსტი თბილისიდან ჩაიტანეს, კერძოდ, ერთ-ერთმა
პიროვნებამ კოლექციიდან სოფელს აჩუქა.
მემია ლოთიშვილი დარწმუნებული იყო, რომ დადგმიდან უახლოეს დღეებში
მონუმენტს ან შეღებავდნენ, ან დააზიანებდნენ.
ამჟამად, ბიუსტი გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა მოხსნეს.
ფოტოები რუსთავის 2-ის ჟურნალისტმა იზო ჩუბინიძემ და მაესტროს
ჟურნალისტმა ია თინიკაშვილმა გადაიღეს.
იხ. ამავე თემაზე:
ატენში
სტალინის ბიუსტი დადგეს
სტატიის გამოყენების პირობები