გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ საკორინთლოდან 41 წლის მიხეილ
გახელაძე რუსმა მესაზღვრეებმა 9 მაისს დაახლოებით 16 საათზე
დააკავეს.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სტეფანე
მესროფაშვილის თქმით, დაკავება მდინარე ლეხურას პირზე მოხდა.
მისი ინფორმაციით, მდინარის პირზე მიხეილ გახელაძე, ორ თანასოფლელთან
ერთად,, რიყის ქვას სამშენებლო მიზნით კრეფდა.
რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგნლების გამოჩენის შემდეგ ორმა
მათგანმა სოფლისკენ გაქცევა შეძლო. მიხეილ გახელაძე კი, დააკავეს და
ცხინვალში წაიყვანეს.
სტატიის გამოყენების პირობები