ახალი ამბები
აგარასა და ქვენატკოცაში ბუნებრივი აირის მიწოდება ორი დღით შეწყდა
გამანაწილებელი ქსელების ავარიული დაზიანების გამო ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს ბუნებრივი გაზი შეუწყდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,სოკარ ჯორჯია გაზიდან" აცნობეს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ნინო ჭკვიანიშვილის ცნობით, აგარასა და ქვენატკოცაში ბუნებრივი აირის მიწოდება 10 მაისის დილის 10:00 საათიდან შეწყდა, ხოლო მიწოდება ხვალ 11 მაისს 17 საათზე აღდგება.

,,კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე : 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Print

სტატიის გამოყენების პირობები