ქალაქ ქარელში ძიუდოში მეექვსე ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი
ჩატარდა.
ასპარეზობა ოლიმპიური ჩემპიონის, პარლამენტარ შოთა ხაბარელის სახელს
ატარებს.
ტურნირზე მონაწილეობა 2001-2002 წლებში დაბადებულმა მოზარდებმა
მიიღეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ცნობით, საქართველოს
სხვადასხვა რეგიონიდან 26 საუკეთესო გუნდის 200-მდე მონაწილე იყო
წარმოდგენილი.
ტრადიციულ რესპუბლიკურ ტურნირზე თავი ქარელის მუნიციპალიტეტის
ძიუდოისტებმა გამოიჩინეს.
პირველი საპრიზო ადგილები აიღეს 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში ანზორ
ელიაშვილმა, 46 კს წონით კატეგორიაში გიორგი ლურსმანაშვილმა, 81 კგ
წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა , 73 კგ წონით კატეგორიაში
გიორგი ჩაგელიშვილმა, გიგა ბერუაშვილს 38 კგ წონით კატეგორიაში მეორე
ადგილი ხვდა წილად.
მეორე ადგილზე გავიდნენ აგრეთვე 73 კგ კატეგორიაში გიორგი ივანიშვილი,
55 კგ წონით კატეგორიაში გიორგი იმერლიშვილი, 42 კგ წონით კატეგორიაში
თორნიკე კუთხაშვილი.
ამ ეტაპზე მესამე ადგილებს დასჯერდნენ სანდრო გიორგაძე - 81 კგ წონიათ
კატეგორიაში , გურიკა გიუნაშვილი- 55 კგ წონით კატეგორიაში , გოგა
ბაიაძე -66 კგ წონით კატეგორიაში.
სტატიის გამოყენების პირობები