„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის
ერთ-ერთი ლიდერის ალიკა გოგლიძის ავტომობილი წინასწარი ვერსიით
დაწვეს.
შემთხვევა გვიან ღამით სამ საათზე გორში კომბინატის დასახლებაში
მოსკოვის ქუჩაზე მოხდა.
„მერსედესის“ დაწვის დროს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს
ავტომობილი მეგობართან ყავდა დატოვებული, დაზარალებულის ინფორმაციით
დამწვარი ავტომობილის პირველადი დათვალიერებით შემდეგ ეკუმულატორი
აღარ იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებენ.
მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.


სტატიის გამოყენების პირობები