ახალი ამბები
რვა დღეა რუისში უძველესი ეკლესია სახურავის გარეშეა დარჩენილი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მცხოვრებნი წმინდა დემეტრე თესალონიკელის სახელობის ეკლესიის აღდგენას ითხოვენ.

ამის თაობაზე ადგილობრივები დღეს მოძღვართან ერთად ტაძართან შეიკრიბნენ.

მამა რაფაელის თქმით, ტაძარს სახურავი 8 დღის წინ, უამინდობისას, გადაეხადა. მას შემდეგ მორიგი წვიმის დროსაც ტაძარში წყალი ჩავიდა.

ეკლესიას სახურავი, ადგილობრივების ინფორმაციით, დაახლოებით 10 წლის წინ შეეცვალა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რედაქციით გამოქვეყნებულ ენციკლოპედიაში ,,ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში" წერია, რომ წმინდა დემეტრეს ეკლესია ფეოდალური ხანით თარიღდება.

ეკლესია სოფლიდან ერთი კილომეტრის მანძილზე ჩრდილო - დასავლეთით მდებარეობს.

,,საკურთხევლისა და დარბაზის კედლბში შემორჩენილი იყო მოხატულობის ფრანგმენტები. ქრისტე - გადაშლილი წიგნით, მის მარცხენა მხარეს იოანე ნათლისმცემლის ფრაგმენტი. მეორე რეესტრში სარკმლის ზემოთ ჯვარია გამოსახული, მის ორივე მხარეს - მოციქულები წიგნებით ხელში. მის ქვემოთ ეკლესიის მამები" - ვკითხულობთ აღწერილობით წიგნში.










Print

სტატიის გამოყენების პირობები